🎓 ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯ „ჰორიზონტში“ პროგრამაზე „ხე-ტყის დამუშავება“
დღეს კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ უმასპინძლა ავტორიზაციის ექსპერტებს, რომლებიც ესტუმრნენ მოკლევადიან პროფესიულ პროგრამას – „ხე-ტყის დამუშავება“.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს როგორც თეორიული სასწავლო სივრცეები , ასევე პრაქტიკული გარემო , რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისთვისაა აღჭურვილი. მათ მიერ შეფასდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და მასწავლებელთა პროფესიონალური გუნდი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებაში
კოლეჯი იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა „ხე-ტყის დამუშავება“ გახდება კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება, რომელიც შეწყობს ხელს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას.





დღეს კოლეჯ "ჰორიზონტში" წიგნის ჩუქების დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ლანჩხუთში!