დღეს, 21 მარტს — დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინკლუზიური განათლების სპეციალისტის ინიციატივით ,,ჰორიზონტი” განსაკუთრებულ სტუმარს- ირაკლი დოლიძეს მასპინძლობდა, რომელიც მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმში ,,ჟუბიეს ერთი დღე“მთავარ როლს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ , ,,ჟუბიეს ერთი დღე” მონაწილეობდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალში ,,დიოგენე“, სადაც ოთხ დიპლომირებულ ფილმს შორის აღმოჩნდა.
ჩვენ ერთად ვუყურეთ ამ საინტერესო და ემოციურ ფილმს, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია ინკლუზიის, საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და თითოეული ადამიანის უნიკალურობის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს ირაკლი სიმბოლურად დავაჯილდოვეთ მადლობის სიგელით , საჩუქრებით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ განსხვავებულობა ჩვენი საზოგადოების სიმდიდრეა.
